ავტორიზაცია

ზლატანი მზად არის მილანში კიდევ 1 წლით დარჩეს და ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს

ზლატანი მზად არის მილანში კიდევ 1 წლით დარჩეს და ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს
თარიღი 16 ივნ 2022, 19:12

"მილანის" ვეტერანი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მზად არის გუნდში კიდევ 1 წლით დარჩეს და ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს.

ტურინული გამოცემა Tuttosport იტყობინება, რომ შვედი გოლეადორი ახლოს არის "როსონერისთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან. ორივე მხარეს სურს, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა გააგრძელონ. 

მოგეხსენებათ, 39 წლის წინახაზელმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ის მოედანს დიდი ხნით ვერ დაუბრუნდება, მაგრამ თავად ფეხბურთელი ვარაუდობს, რომ იანვარში სათამაშოდ უკვე მზად იქნება. ახალი ხელშეკრულების მიხედვით, იბრა წელიწადში ხელფასის სახით გარანტირებულ 2 მილიონს მიიღებს და იქნება დამატებითი ბონუსების მიღების პერსპექტივაც.