ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის მფლობელები ისტორიულ იტალიურ გუნდს ყიდულობენ! ვიხილავთ ვარსკვლავების გამომზრდელი კლუბის აღზევებას?

მანჩესტერ სიტის მფლობელები ისტორიულ იტალიურ გუნდს ყიდულობენ! ვიხილავთ ვარსკვლავების გამომზრდელი კლუბის აღზევებას?
თარიღი 16 ივნ 2022, 19:29

"მანჩესტერ სიტის" მფლობელები City Football Group ახლოს არიან ისტორიული იტალიური გუნდის "პალერმოს" შეძენასთან.

Sky Italia-ს მიხედვით, CFG-ის დელეგაცია მილანში ჩაფრინდა და სიცილიური გუნდის პრეზიდენტს დარიო მირის ხვდება. მომდევნო რამდენიმე დღეში მოლაპარაკებები გაგრძელდება. როგორც იწერება, შეთანხმების მიღწევა გარდაუვალია და მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურების გავლაა საჭირო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე. მხარეებს შორის პირველი კავშირი აპრილის თვეში შედგა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დიდი ვარსკვლავების გამომზრდელი იტალიური გუნდი გაკოტრდა და სერია დ-ში დაქვეითდა. არადა, სიცილიელები 2006-2010 წლებში სერია ა-ს სატურნირო ცხრილის ხუთეულში სამჯერ მოხვდნენ. სულ ახლახანს, "შავ-ვარდისფრები" სერია ბ-ში დაწინაურდნენ და იტალიის უმაღლეს ჩემპიონატში დაბრუნება საკმაოდ რეალური ხდება.