ავტორიზაცია

შეთანხმება ახლოვდება - გაბრიელ ჟესუსი სიტიდან პრემიერ ლიგის სხვა გრანდში გადადის

შეთანხმება ახლოვდება - გაბრიელ ჟესუსი სიტიდან პრემიერ ლიგის სხვა გრანდში გადადის
თარიღი 16 ივნ 2022, 21:50

„მან სიტის“ ბრაზილიელი შემტევი გაბრიელ ჟესუსი კარიერას პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გააგრძელებს.

Telegraph Sport-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი „არსენალში“ გადასვლასთან არის ახლოს. 

ჯერჯერობით, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა მოლაპარაკებებიდან გამომდინარე, „სიტი“ დარწმუნებულია, რომ „არსენალი“ გადაიხდის იმ თანხას, რომელსაც ისინი ითხოვენ - კერძოდ 50 მილიონ ევროს.

ჟესუსს „სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და ეს ზაფხული „ქალაქელებისთვის“ ბოლო შანსია, რომ ფეხბურთელი სარფიანად გაყიდონ.

თავად გაბრიელმა „ეტიჰადის“ დატოვება გადაწყვიტა, რადგან „სიტიმ“ ამ ზაფხულს ორი თავდამსხმელი დაიმატა: ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდიდან“ და ხულიან ალვარესი „რივერ პლეიტიდან“.