ავტორიზაცია

ბეილი ჩემპიონშიფში? უელსელმა კარიერა შესაძლოა სამშობლოში გააგრძელოს

ბეილი ჩემპიონშიფში? უელსელმა კარიერა შესაძლოა სამშობლოში გააგრძელოს
თარიღი 16 ივნ 2022, 21:55

მადრიდის „რეალის“ ექს-შემტევი, გარეტ ბეილი, სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა.

FootMercato-ს ინფორმაციით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ 32 წლის შემტევმა კარიერა უელსურ „კარდიფ სიტიში“ გააგრძელოს.

„კარდიფმა“ ფეხბურთელს 2+1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ბეილი კარიერის უელსში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ახალ სეზონს მადრიდის „რეალიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული ფეხბურთელი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში დაიწყებს.

2021/22-სეზონი კარდიფმა ჩემპიონშიპში მე-18 ადგილი დაიკავა.