ავტორიზაცია

ალეგრის მოთხოვნა ვერ სრულდება, მორატას მომავალი იუვენტუსში პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ფაბრიციო რომანო

ალეგრის მოთხოვნა ვერ სრულდება, მორატას მომავალი იუვენტუსში პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ფაბრიციო რომანო
თარიღი 16 ივნ 2022, 22:11

„იუვენტუსმა“ და „ატლეტიკო მადრიდმა“ ალვარო მორატას ტრანსფერის თაობაზე შეთანხემას ვერ მიაღწიეს.

ბოლო ორი სეზონი ესპანელმა თავდამსხმელმა ტურინში იჯარით გაატარა, „იუვენტუსს“ მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა ამდენის გადახდა არ მოისურვა.

მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი მორატას გუნდში დატოვებას დაჟინებით ითხოვდა, რის გამოც გუნდები მოლაპარაკებების მაგიდას კიდევ ერთხელ მიუსხდნენ და „იუვენტუსმა“ თანხის შემცირება სცადა.

თუმცა, როგორც Fabrizio Romano იტყობინება, იტალიურმა და ესპანურმა კლუბებმა საერთო ენა ვერ გამონახეს და მორატას ფასზე შეთანხმება ვერ შეძლეს.

ამის გამო, ესპანელი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დაბრუნდება, თუმცა დაიწყებს თუ არა ის ახალ სეზონს „ატლეტიკოში“ და შედის თუ არა დიეგო სიმეონეს გეგმებში, ჯერჯერობით უცნობია.