ავტორიზაცია

შახტარს დებიუტის გარეშე ტოვებს - დავიდ ნერეში ახალ გუნდს 2027 წლამდე შეუთანხმდა

შახტარს დებიუტის გარეშე ტოვებს - დავიდ ნერეში ახალ გუნდს 2027 წლამდე შეუთანხმდა
თარიღი 16 ივნ 2022, 22:15

ბრაზილიელი შემტევი დავიდ ნერეში „შახტარს“ ისე ტოვებს, რომ ოფიციალური დებიუტიც კი არ ჰქონია.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნერეშმა პორტუგალიურ „ბენფიკასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე შეათანხმა, უახლოეს პერიოდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ამის შემდეგ, კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის დავიდ ნერეში „შახტარში“ „აიაქსიდან“ 2022 წლის იანვარში 12 მილიონ ევროდ გადავიდა, თუმცა უკრაინულ გუნდში, ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო, დებიუტიც კი არ ჰქონია.

„ბენფიკა“ ფეხბურთელს უფასოდ იმატებს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო, უკრაინაში ფეხბურთი თებერვლის შემდეგ შეჩერებულია.

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ნერეშმა 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის გატანა მოასწრო.