ავტორიზაცია

კონტრაქტი შეთანხმებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგება — რატომ თქვა უარი ბარსამ სოლერზე?

კონტრაქტი შეთანხმებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგება — რატომ თქვა უარი ბარსამ სოლერზე?
თარიღი 17 ივნ 2022, 11:14

"ბარსელონა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ვალენსიას" ნახევარმცველს, კარლოს სოლერს არ იყიდის, წერს Diario Sport-ი.

კატალონიური გრანდის წარმომადგენლებმა 25 წლის ესპანელის გარემოცვას აცნობეს, რომ "ბლაუგრანა" შეთავაზებას არ გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ორთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა კონტრაქტი შეათანხმეს.

ახლა კი, სოლერი უცხოური კლუბებისგან ელოდება წინადადებებს. კარლოსისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენენ "ატლეტიკო" და "სევილია".

"ბარსელონას" სხვა გეგმები აქვს. გარდა ამისა, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, კლუბს დიდი ფულის გადახდა არ შეუძლია.

ფრენკი დე იონგის წასვლის შემთხვევაში, "ბარსა" სერხიო ბუსკეტსის შემცვლელის პოვნაზე გაამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთი კანდიდატი "ვულვერჰემპტონის" შუახაზელი, რუბენ ნევეშია.

გასულ სეზონში სოლერმა ყველა ტურნირზე ერთად "ვალენსიას" მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.