ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია - რეალის ფორვარდი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს

შეთანხმება მიღწეულია - რეალის ფორვარდი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს
თარიღი 17 ივნ 2022, 16:15

ორელიან ჩუამენის და ანტონიო რუდიგერის ტრანსფერების შემდეგ, მადრიდის „რეალი" ფეხბურთელების გაშვებაზე ამუშავდა.

იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „ბლანკოსის" სერბი თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი კარიერას „ფიორენტინაში" გააგრძელებს.

ფლორენციულ გუნდში თავდამსხმელი ერთწლიანი იჯარით გადაბარგდება, „რეალთან" ყველაფერი შეთანხმებულია და ტრანსფერი პრაქტიკულად დაიხურა.

ამ ერთი წლის მანძილზე იოვიჩის ხელფასის ნახევარს კვლავ „რეალი" გადაიხდის, მეორე ნახევარს კი საკუთარ თავზე „ფიორენტინა" აიღებს.

„იებში" იოვიჩს რთული საქმე დაეკისრება: მან გუნდიდან იანვარში „იუვენტუსში" წასული თავისი თანამემამულე, დუშან ვლაჰოვიჩი უნდა ჩაანაცვლოს.