ავტორიზაცია

რომელუ ლუკაკუს ინტერში დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია - გაირკვა როდის გაოფიციალურდება ტრანსფერი!

რომელუ ლუკაკუს ინტერში დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია - გაირკვა როდის გაოფიციალურდება ტრანსფერი!
თარიღი 17 ივნ 2022, 16:52

ლუკაკუს "ჩელსიდან" წასვლა და "ინტერში" დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ "ნერაძურიმ" ბელგიელი ფორვარდის სამედიცინო შემოწმებისთვის თარიღიც ჩანიშნა და ტრანსფერის გაოფიციალურებას მომდევნო კვირაში აპირებს.

29 წლის შემტევი "შავ-ლურჯებს" იჯარის წესით შეუერთდება. რომელუ იტალიურ გრანდში დასაბრუნებლად ხელფასს 4 მილიონით იმცირებს და ამით იტალიური კლუბისადმი მის თბილ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. "არისტოკრატებში" მისი ანაზღაურება 12 მილიონი იყო, ხოლო იტალიის ვიცე-ჩემპიონებში 8 მილიონი იქნება.