ავტორიზაცია

"ჩემს ცოლზე სუფთა და მოწესრიგებული ვარ", - დევიდის რა ჩვევა აღიზიანებს ვიქტორიას?

"ჩემს ცოლზე სუფთა და მოწესრიგებული ვარ", - დევიდის რა ჩვევა აღიზიანებს ვიქტორიას?
თარიღი 17 ივნ 2022, 18:38

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა ისაუბრა, თუ რა აღიზიანებს მის მეუღლეს, ვიქტორია ბექჰემს მასში.

მოგეხსენებათ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ინგლისელ მომღერალსა და მოდის დიზაინერზე 1999 წელს იქორწინა, წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

"ასეთი ჩვევა მაქვს (ყელის გაწმენდა ხველებით). ეს არ მოსწონს", - ციტირებს ბექჰემის სიტყვებს Daily Express-ი.

"მე ისეთი სუფთა ვარ, ის კი - არა. მოწესრიგებული ვარ, ის კი - არა. რა თქმა უნდა, ბანაობს, მაგრამ ხანდახან".

"ხალხი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ვიქტორიას დიდი გავლენა ჩემს ჩაცმულობაზე, ვარცხნილობაზე თუ ტატუზე, მაგრამ ყოველთვის მიყვარდა მოდა", - დასძინა დევიდმა.