ავტორიზაცია

ტრანსფერის ფინანსური დეტალები გახმაურდა — რა თანხას გადაიხდის ბაიერნი მანეს სანაცვლოდ?

ტრანსფერის ფინანსური დეტალები გახმაურდა — რა თანხას გადაიხდის ბაიერნი მანეს სანაცვლოდ?
თარიღი 17 ივნ 2022, 19:38

ცნობილი გახდა "ლივერპულის" თავდამსხმელის, სადიო მანეს "ბაიერნში" ტრანსფერის ფინანსური დეტალები.

საერთო ჯამში, მიუნხენური გრანდს 30 წლის სენეგალელის შეძენა შესაძლოა 40 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდეს, წერენ გავლენიანი გერმანული გამოცემები.

ასე და ამგვარად, მერსისაიდელები 32 მილიონს გარანტირებულად მიიღებენ. 6 მილიონი ადვილად გასააქტიურებელი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული, კიდევ 3 მილიონი კი - რთულად გასააქტიურებელი (ჩემპიონთა ლიგის, "ოქროს ბურთის" და ა.შ მოგებისთვის).

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, მანეს "ბაიერნში" ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დაიხურება.

მოგეხსენებათ, სადიო "ლივერპულს" 2016 წლის ზაფხულში "საუთჰემპტონიდან" 41,2 მილიონ ევროდ იყიდა.