ავტორიზაცია

გრიზმანს, რომელსაც ახალი მსურველი გამოუჩნდა, მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს — ფაბრიციო რომანო

გრიზმანს, რომელსაც ახალი მსურველი გამოუჩნდა, მომავალზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს — ფაბრიციო რომანო
თარიღი 17 ივნ 2022, 21:17

"ატლეტიკოში" იჯარით მოასპარეზე თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი, რომლის კონტრაქტიც "ბარსელონას" ეკუთვნის, ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მარსელო ბიელსა "ბილბაოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს და ბასკურ გუნდში 31 წლის ფრანგის მიწვევა სურს.

თუმცა, როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, გრიზმანი "ბილბაოსთან" მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ამჟამად ამ ტრანსფერის ვარიანტსაც კი არ განიხილავს.

აღინიშნება, რომ გრიზმანს მომავალი სეზონის გატარება "ატლეტიკოში" უნდა, სადაც გასულ ზაფხულს ორწლიანი იჯარით ჩაირიცხა.

2021/22 წლების სეზონში ანტუანმა ყველა ტურნირზე ერთად "როხიბლანკოს" ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.