ავტორიზაცია

"ლივერპულს ამ ეპოქის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ტოვებს", - ჯეიმი კარაგერი

"ლივერპულს ამ ეპოქის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ტოვებს", - ჯეიმი კარაგერი
თარიღი 17 ივნ 2022, 22:25

„ლივერპულის“ ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი, სადიო მანეს ემშვიდობება.

100%-ით გადაწყვეტილია და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია იმ ფაქტს, რომ სენეგალელი ფორვარდი კარიერას მიუნხენის „ბაიერნში“ გააგრძელებს.

„ლივერპულს ამ ეპოქის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ტოვებს. სადიო მანე საბოლოოდ მაინც მიდის!

არამომთხოვნი, მაგრამ ძალიან ეფექტური, რომელიც ტრავმასაც კი არასდროს არ იღებდა.

უამრავი ტიტულით და გოლით, შენ „ლივერპულის“ ნამდვილი ლეგნედა ხარ. მადლობა, სადიო.“ - წერს კარაგერი „ტვიტერზე“.