ავტორიზაცია

"დიახ, ტრანსფერი შედგება", - ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ვარსკვლავური შენაძენი დაადასტურა

"დიახ, ტრანსფერი შედგება", - ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა ვარსკვლავური შენაძენი დაადასტურა
თარიღი 17 ივნ 2022, 22:33

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა მოახლოვებული ტრანსფერი დაადასტურა.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „ლივერპულმა“ და „ბაიერნმა“ სადიო მანეს ტრანსფერზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს და სენეგალელი შემტევი კარიერას „ალიანც არენაზე“ გააგრძელებს.

„დიახ, სადიო „ბაიერნში“ გადმოვა.“ - ციტირებს სალიჰამიჯჩის სიტყვებს Bayern & Germany.

შეგასენებთ, რომ „ბაიერნი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 8 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.