ავტორიზაცია

ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნი ესპანელმა ნახევარმცველმა დატოვა

ოფიციალურად: მიუნხენის ბაიერნი ესპანელმა ნახევარმცველმა დატოვა
თარიღი 17 ივნ 2022, 23:10

მიუნხენის „ბაიერნი“ ესპანელმა ნახევარმცველმა დატოვა.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ „ბაიერნის“ ახალგაზრდა შუახაზელი მარკ როკა კარიერას „ლიდს იუნაიტედში“ გააგრძელებს.

როკას ტრანსფერი „ლიდსს“ 12 მილიონი ევრო დაუჯდება და ფეხბურთელი გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

ესპანელმა დღეს სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

ფეხბურთელი „ბაიერნში“ 2020 წლის ოქტომბერში 9 მილიონ ევროდ „ესპანიოლიდან“ გადავიდა, თუმცა „ალიანც არენაზე“ ფეხი სათანადოდ ვერ მოიკიდა და სასტარტოს წევრიც ვერ გახდა.