ავტორიზაცია

"ტყუილია, მადლობა", - დანი ალვეშმა ახალ გუნდზე გავრცელებული ინფო უარყო

"ტყუილია, მადლობა", - დანი ალვეშმა ახალ გუნდზე გავრცელებული ინფო უარყო
თარიღი 18 ივნ 2022, 00:32

ბრაზილიელი ვეტერანი დანი ალვეში, რომელმაც გუშინ „ბარსელონადან“ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა, სოციალურ ქსელში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

Telemundo Deportes-ის ინფორმაციით, 39 წლის განაპირა მცველმა საკუთარი თავი „მალიორკას“ შესთავაზა და გუნდის მთავარი მწვრთნელი, ხავიერ აგირე ამ ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს.

თუმცა, დანიმ იჩქარა და ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში მალევე, თავის სტილში, ხუმრობით უარყო.

ალვეშმა აღნიშნული პოსტი გადააზიარა და აღწერაც დაურთო: „ტყუილია! მადლობა“, - წერს ბრაზილიელი და თავის კომენტარს სიცილის ემოჯებიც დაურთო.