ავტორიზაცია

არტეტას შემდეგ, გვარდიოლა კიდევ ერთმა თანაშემწემ დატოვა და მთავარი მწვრთნელი გახდა

არტეტას შემდეგ, გვარდიოლა კიდევ ერთმა თანაშემწემ დატოვა და მთავარი მწვრთნელი გახდა
თარიღი 18 ივნ 2022, 00:34

„მანჩესტერ სიტიმ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხოსეპ გვარდიოლას თანაშემწე, ხუანმა ლილიო გუნდს ტოვებს.

ესპანელი მწვრთნელი ყატარის გუნდს „ალ სადს“ დათანხმდა, რომელშიც ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებს.

გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში ლილიო 2020 წლიდან იყო, მას შემდეგ, რაც „სიტი“ მიკელ არტეტამ დატოვა და „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი გახდა.

ლილიოს გუნდში ყოფნის პერიოდში, „სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო. 

ცნობისთვის, „ალ სადის“ მთავარი მწვრთნელი 2021 წლის ნოემბრამდე ხავი ერნანდესი იყო, რომელიც ამჟამად „ბარსელონას“ წვრთნის, ეს გუნდი ყატარში ყველაზე ცნობილი და წარმატებულია.