ავტორიზაცია

რობერტო მარტინესი: "ახალ სეზონში რეალის გულშემატკივრები სრულიად სხვა ედენ აზარს იხილავენ"

რობერტო მარტინესი: "ახალ სეზონში რეალის გულშემატკივრები სრულიად სხვა ედენ აზარს იხილავენ"
თარიღი 18 ივნ 2022, 11:16

ბელგიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს სჯერა, რომ საუკეთესო ედენ აზარის ხილვა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

შემტევი „რეალში“ „ჩელსიდან“ 2019 წელს გადავიდა, თუმცა მისი მადრიდული კარიერა თავიდანვე ვერ აეწყო, რის მიზეზადაც ტრავმები სახელდება.

„ედენ აზარს ახლა კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას. ძალიან გამაკვირვა მისმა სულიერმა და ფიზიკურმა კონდიციებმა, რომელიც ივნისში დავინახე. „რეალის“ გულშემატკივრები სრულიად სხვა აზარს იხილავენ.

ის „რეალში“ წარმატების მიღწევის იდეით შეპყრობილია და საერთოდ, წამითაც კი არ უფიქრია გეგმების შეცვლაზე.

ასევე, მას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სურს. როცა შემადგენლობაში გყავს ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერი თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლია, ეს ყოველთვის კარგია.“ - აღნიშნა მარტინესმა.