ავტორიზაცია

კონტეს ინტერიდან თავისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის წამოყვანა სურს და 90 მილიონიც არ ენანება

კონტეს ინტერიდან თავისი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელის წამოყვანა სურს და 90 მილიონიც არ ენანება
თარიღი 18 ივნ 2022, 11:22

ლონდონის „ტოტენჰემი“ „ინტერის“ თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის გადაბირებით ინტერესდება.

როგორც ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, „დეზები“ მზად არიან, არგენტინელი სტრაიკერის სანაცვლოდ 90 მილიონი ევროც კი გადაიხადონ.

24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს დაჟინებით ითხოვს „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც მარტინესთან ერთად „ინტერში“ მუშაობდა და მათ 11-წლიანი პაუზის შემდეგ გუნდს სკუდეტოც კი მოაგებინეს.

თუმცა, თავად მარტინესს, მიუხედავად ერთ-ერთი საყვარელი მწვრთნელის მხრიდან ინტერესისა, „ინტერში“ სურს დარჩენა.

2021/22-სეზონში ლაუტარომ სერია ა-ს 35 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.