ავტორიზაცია

"უცხო ნომრით დამირეკა", - ბექჰემმა გაიხსენა, როგორ დაეხმარა ფერგიუსონი 1998 წლის მუნდიალზე კრახის შემდეგ

"უცხო ნომრით დამირეკა", - ბექჰემმა გაიხსენა, როგორ დაეხმარა ფერგიუსონი 1998 წლის მუნდიალზე კრახის შემდეგ
თარიღი 18 ივნ 2022, 13:02

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, დევიდ ბექჰემმა გაიხსენა, როგორ დაეხმარა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავარდნის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი.

მუნდიალის 1/8-ფინალში ინგლისის ნაკრები არგენტინას ხვდებოდა, მეორე ნახევრის დასაწყისში ბექჰემი მოედნიდან გააძევეს, რადგან ის დიეგო სიმეონეს პროვოკაციას წამოეგო და ფეხი დაარტყა. საბოლოოდ, ინგლისი პენალტების სერიაში დამარცხდა, სამშობლოში კი ბექჰემი ნამდვილ მოღალატედ შერაცხეს.

„მატჩიდან მეორე დღეს ადრე გავიღვიძე, რადგან ინგლისში უნდა გავფრენილიყავით. მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნება ძალიან, ძალიან არ მინდოდა. კარგად ვხვდებოდი, რომ რთული იქნებოდა.

სატელეფონო ზარმა გამაღვიძა, უცხო ნომერი რეკავდა. როგორც წესი, ყურემილს უცხოების ზარს არ ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ ამჯერად ვუპასუხე. „დევიდ, ბოსი ვარ.“

„დილა მშვიდობის, ბოს“, - ვუპასუხე მე. მან მითხრა: „შვილო, გაემგზავრე სადმე 2-3 კვირით, კარგად დაპსვენე. როცა დაბრუნდები, მანჩესტერში სათანადოდ მოგივლით.“

საბოლოოდ, სწორედ ეს დამეხმარა შემდეგი სეზონის ადვილად დაძლევაში, რომელიც, სხვათაშორის, ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოვიდა.“ - ციტირებს ინგლისელის სიტყვებს Marca.