ავტორიზაცია

"რა იქნება ნაპოლის მიზანი ახალ სეზონში?" - სპალეტის კომენტარი

"რა იქნება ნაპოლის მიზანი ახალ სეზონში?" - სპალეტის კომენტარი
თარიღი 18 ივნ 2022, 13:51

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი თავისი გუნდის მიზნებზე საუბრობს.

მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან ამ გუნდში ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს.

"გასული სეზონი ჩვენთვის წარმატებული გამოდგა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში გავედით, მომავალ წელს კი ხალხი ჩვენგან იგივეს ელოდება.

ეს ადვილი არ იქნება, რადგან იტალიურ გრანდებთან ამხელა ფორა აღარ იქნება და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგვწევს", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია "ნაპოლის" ივლისის დასაწყისიდან შეუერთდება.