ავტორიზაცია

გატუზოს ვალენსიაში მამარდაშვილის სერიოზული კონკურენტი მიჰყავს

გატუზოს ვალენსიაში მამარდაშვილის სერიოზული კონკურენტი მიჰყავს
თარიღი 18 ივნ 2022, 14:28

მოგეხსენებათ, გასულ კვირას "ვალენსიას" მთავარ მწვრთნელად ჯენარო გატუზო დაინიშნა.

იტალიური მედიის ცნობით, გატუზოს თავის ახალ კლუბში გამოცდილი მეკარე მიჰყავს.

თუ ტრანსფერი შედგა, ქართველ კიპერს გიორგი მამარდაშვილს დავიდ ოსპინას სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

ოსპინა ამჟამად "ნაპოლის" მეკარეა და კოლუმბიელი მეკარე ამ გუნდში სწორედ გატუზოს მუშაობის დროსაც თამაშობდა.