ავტორიზაცია

მათეუსი: "2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინას უნდა მოეგო, გერმანიას გაუმართლა"

მათეუსი: "2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინას უნდა მოეგო, გერმანიას გაუმართლა"
თარიღი 18 ივნ 2022, 15:59

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინას უნდა მოეგო.

ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა საკუთარი აზრი მაშინ გამოთქვა, როცა მუნდიალთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოგონებებს იხსენებდა.

"2014 წელს მთავარი მოვლენა ბრაზილიასთან 7:1 გამარჯვება იყო. ეს გახლდათ ტურნირის გამორჩეული მომენტი".

"ფინალში არგენტინას უნდა მოეგო. მსაჯს მანუელ ნოიერზე ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა (მეორე ტაიმში ბურთზე გამოსული "ბუნდესთიმის" მეკარე თავდამსხმელ გონსალო იგუაინს შეეჯახა). გაგვიმართლა".

– იქ პენალტი იყო.

"დიახ, რა თქმა უნდა. ნოიერმა თამაშის წესი დაარღვია", - ციტირებს მათეუსის სიტყვებს Infobae.