ავტორიზაცია

შეთანხმება მიღწეულია — ბერგვაინი ტოტენჰემიდან სხვა კლუბში გადადის

შეთანხმება მიღწეულია — ბერგვაინი ტოტენჰემიდან სხვა კლუბში გადადის
თარიღი 18 ივნ 2022, 16:36

"ტოტენჰემის" გარემარბი, სტივენ ბერგვაინი ლონდონური კლუბიდან წასვლასთან ახლოს არის.

როგორც გამოცემა De Telegraaf-ის ჟურნალისტი, მაიკ ვერვეი იუწყება, "აიაქსმა" "დეზებთან" 24 წლის ჰოლანდიელის ტრანსფერი შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელები 22,5 მილიონ ევროს გადაიხდიან, ბონუსების ჩათვლით კი ეს თანხა შესაძლოა 25 მილიონამდე გაიზარდოს.

სავარაუდოდ, ბერგვაინი ერედივიზიონის მოქმედ ჩემპიონთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

გასულ სეზონში ახალგაზრდა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "ტოტენჰემის" ღირსება 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.