ავტორიზაცია

"გუნდს დაუფიქრებლად დავტოვებ", - ნაპოლის მწვრთნელმა ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა

"გუნდს დაუფიქრებლად დავტოვებ", - ნაპოლის მწვრთნელმა ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა
თარიღი 18 ივნ 2022, 21:28

ლუჩანო სპალეტი გუნდის ხელმძღვანელობას დიდ ულტიმატუმს უყენებს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელმა მწვრთნელმა თავისი კლუბის ბოსებს კონკრეტული მოთხოვნა წაუყენა - ის გუნდიდან დაუყონებლივ გადადგება, თუ კალიდუ კულიბალი გაიყიდება.

პრესა სენეგალელ მცველს აქტიურად უკავშირებს სხვადასხვა ევროპულ გრანდებს, მათ შორის „ჩელსის“, „ბარსელონას“ და „პსჟ-ს“.

გამომდინარე იქიდან, რომ კულიბალის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ეწურება, კლუბი მის გაყიდვას არ გამორიცხავს, თუმცა როგორც ჩანს, კულიბალის გაყიდვა ნეაპოლიტანურ გუნდს მწვრთნელის დაკარგვის ფასადაც დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან „ნაპოლის" ღირსებას საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც დაიცავს.