პსჟ-მ მწვრთნელი შეარჩია და მისი დანიშვნა რაც შეიძლება მალე სურს

„პარი სენ-ჟერმენს“ გუნდის მთავარ მწვრთნელად კრისტოფ გალტიეს დანიშვნა რაც შეიძლება მალე სურს.
Footmercato-ს ინფორმაციით, სულ ახლახალს პარიზელებმა 55 წლის ფრანგ სპეციალისტთან მოლაპარაკებები გამართეს. ყველა მხარე დაინტერესებულია იმაში, რომ სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოგვარდეს და გალტიე „პსჟ-ში“ მალევე დაინიშნოს, რათა ახალი სეზონის დაგეგვმას შეუდგეს.
„ნიცა“ გალტიეს წასვლის წინააღმდეგი არ არის და უკვე შეუთანხმდა „დორტმუნდის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუსიენ ფავრს, რომელიც გუნდში უახლოეს პერიოდში დაინიშნება.
„პსჟ-სთვის“ მთავარი სამიზნე ზინედინ ზიდანი იყო, თუმცა ფრანგმა „პარკ დე პრენსზე“ მისვლაზე უარი თქვა.