ატლეტიკო დორტმუნდის ექს-ნახევარმცველს იმატებს, კონტრაქტი ორშაბათს გაფორმდება
აქსელ ვიტსელი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.
ბელგიური გამოცემა RTBF-ს ინფორმაციით, ფეხბურთელმა და კლუბმა შეთანხმებას მიაღწიეს და ვიტსელს მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა აქვს დარჩენილი.
ორშაბათს ნახევარმცველი მადრიდში ჩაფრიდნება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, სამშაბათს კი 1+1 სისტემით გააფორმებს კონტრაქტს.
„ატლეტიკოს“ გარდა, ვიტსელის დამატებაზე მოლაპარაკებებს „მარსელიც“ აწარმოებდა, თუმცა აქსელმა არჩევანი მადრიდულ გრანდზე შეაჩერა.
33 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი გუნდი დორტმუნდის „ბორუსია“ იყო, რომელიც მან კონტრაქტის ამოწურვის შედეგად დატოვა.