ავტორიზაცია

VIDEO: დემბელემ გზაზე მიმავალ გულშემატკივარს უთხრა, რომ ბარსელონაში რჩება

თარიღი 18 ივნ 2022, 21:51

უსმან დემბელეს გზაზე მანქანით მიმავალი გულშემატკივარი შეხვდა, რომელმაც მის მომავალზე ჰკითხა.

25 წლის ფრანგ შემტევს ჰკითხეს, რჩება თუ არა ის „ბარსელონაში“, რომელთანაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და წასვლა უფასოდ შეუძლია.

ამ კითხვაზე დემბელემ გულშემატკივარს მოკლედ „კი“ უპასუხა, რაზეც გულშემატკივარმა ჰკითხა: „ანუ, ჩელსიზე ინფორმაცია ჭორია?“.

ამაზე, დემბელემ გულშემატკივარს ხაზი გაუსვა, რომ„ ბარსელონაში“ თავს კომფორტულად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ უსმანი „ბარსაში“ 2017 წელს „დორტმუნდიდან“ გადავიდა და კონტრაქტი ამ თვის ბოლომდე აქვს გათვალისწინებული.