ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტი მზად არის ზინჩენკო გაყიდოს, პირველი მსურველი უკვე გამოჩნდა

მანჩესტერ სიტი მზად არის ზინჩენკო გაყიდოს, პირველი მსურველი უკვე გამოჩნდა
თარიღი 18 ივნ 2022, 22:00

„მანჩესტერ სიტის“ უკრაინელმა მარცხენა მცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ გუნდი შესაძლოა ამ ზაფხულს დატოვოს.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, „სიტი“ ზინჩენკოს გაყიდვისთვის მზადაა, რადგან გუნდი „ბრაიტონის“ მარცხენა მცველის, მარკ კუკურელიას შეძენით ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელების“ რიგებში უკრაინელი შემტევი ნახევარმცველის სტატუსით მოვიდა, თუმცა ხოსეპ გვარდიოლამ ის მარცხენა მცველად აქცია.

ცნობისთვის, ფეხბურთელით „ევერტონი“ ინტერესდება. თავად ფეხბურთელი მზადაა გუნდის შეცვლაზე დაფიქრდეს, თუმცა პოტენციურმა მსურველებმა მას დიდი სათამაშო დროის გარანტია უნდა მისცენ.

„სიტისთან“ კონტრაქტი ზინჩენკოს 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, პორტალი Transfermarkt მას 25 მილიონ ევროდ აფასებს.