ავტორიზაცია

"ჩაჯდება სავარძელში და სიგარას გაუკიდებს", - ლივერპულის ექს-ფორვარდმა მანეს ტრანსფერი დაიწუნა

"ჩაჯდება სავარძელში და სიგარას გაუკიდებს", - ლივერპულის ექს-ფორვარდმა მანეს ტრანსფერი დაიწუნა
თარიღი 18 ივნ 2022, 23:11

„ლივერპულის“ ექს-ფორვარდმა დინ სონდერსმა, სადიო მანეს „ბაიერნში“ გადასვლა დაიწუნა.

სენეგალელის ტრანსფერი მიუნხენურ გრანდში უკვე 100%-ით დახურულია და მხოლოდ ოფიციალურად დადასტურებაღა აკლია.

„ამ კლუბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის უდიდესია. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ მანეს ამ ჩემპიონატში არანაირი გამოწვევა არ ექნება. გოლებს გაიტანს და მისი გუნდი ყოველდღე 5:0-ს მოიგებს. ბუნდესლიგის მოგება მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია.

ეს არ არის გამოწვევა. ის დაჯდება სავარძელში, სიგარას გაუკიდებს და „ბაიერნის“ მაისურით მხოლოდ მესამე სიჩქარით ითამაშებს. შეუძლია, ორი წელი საერთოდ არც დაიძაბოს - ამიტომ, კარიერის საუკეთესო წლებს გაიფუჭებს.

თუ კარიერის ბოლოს ის დაგიძახებთ მისი მედლების გადასახედად, ბუნდესლიგის მოგების მედლები კარადის კუთხეში ეკიდება, დარწმუნებული ვარ.

უბრალოდ ვერ ვიჯერებ, რომ ის „ლივერპულს“ ტოვებს. არ ვიცი, როგორ მივიდა საქმე აქამდე. ის 30 წლისაა და ბოლო ნახევარი წელი თავისი საუკეთესო ფეხბურთი აჩვენა. ზოგჯერ, ის უბრალოდ შეუჩერებელი იყო.

დიასის მოსვლის შემდეგ ის უფრო ცენტრში შეიწია და ამით გუნდის თამაში უკეთ დააკავშირა. ვერ ვხვდები, როგორ უნდა დატოვო „ლივერპული“, როცა გუნდიც და თავადაც საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ და „ბაიერნში“ გადახვიდე.“ - აღნიშნა სონდერსმა.