ავტორიზაცია

ლივერპულის ექს-მცველი როდრიგოს: "ზედმეტად დააღე პირი და ვიმედოვნებ, ყველაფერი უკან მოგიბრუნდება"

ლივერპულის ექს-მცველი როდრიგოს: "ზედმეტად დააღე პირი და ვიმედოვნებ, ყველაფერი უკან მოგიბრუნდება"
თარიღი 19 ივნ 2022, 12:31

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ხოსე ენრიკემ მერსისაიდელთა თავდამსხმელს, მოჰამედ სალაჰს მხარი დაუჭირა.

აქამდე, "რეალის" გარემარბმა, როდრიგომ განაცხადა, რომ მადრიდელ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგება და ეგვიპტელის დაცინვა უნდოდათ, რომელსაც წინა მარცხების გამო რევანშის აღება სურდა.

"როდრიგო, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ამიტომაც ფრთხილად იყავი, რადგან მალე შეიძლება ყველაფერი მოგიბრუნდეს და მე ნამდვილად მაქვს ამის იმედი, ზედმეტად დააღე პირი", - წერს ესპანელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარიზში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2018 წლის მსგავსად, ისევ "რეალის" გამარჯვებით დასრულდა, ამჯერად 1:0.