ავტორიზაცია

ტიტე მზად არის ალვეში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს, თუმცა ერთი პირობით

ტიტე მზად არის ალვეში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანოს, თუმცა ერთი პირობით
თარიღი 19 ივნ 2022, 14:38

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ტიტეს სამომავლო გეგმებში დანი ალვეშიც შედის, წერენ ადგილობრივ მედიაში.

თუმცა, 61 წლის სპეციალისტის მთავარი პირობაა, რომ 39 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ ახალი კლუბი იპოვოს.

ალვეშმა უკვე გამართა მოლაპარაკებები "ფლამენგოსთან" და "ფლუმინენსესთან", მაგრამ ამ კლუბებს ხელფასზე ვერ შეუთანხმდა. მიუხედავად ამისა, სხვა ბრაზილიური კლუბებისგანაც აქვს შეთავაზებები, აგრეთვე აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთშიც ეპატიჟებიან.

ტიტეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოცდილი უკანახაზელის წაყვანა უნდა, რადგან დიდი გამოცდილება აქვს, აგრეთვე "სელესაოს" ერთადერთი ფეხბურთელია, ვის აზრსაც საკმაოდ პრობლემური ნეიმარი უსმენს.

იმ შემთხვევაში, თუ ალვეში ყატარში იასპარეზებს, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდება.