ავტორიზაცია

რონალდოს დიდი გეგმები — ფენომენი თავის გუნდში მარსელოსა და დანი ალვეშის მიყვანას გეგმავს

რონალდოს დიდი გეგმები — ფენომენი თავის გუნდში მარსელოსა და დანი ალვეშის მიყვანას გეგმავს
თარიღი 19 ივნ 2022, 15:32

ლა ლიგაში დაბრუნებულ "ვალიადოლიდს" დაცვის ხაზის გაძლიერება ორი ბრაზილიელი ფეხბურთელით სურს.

როგორც ცნობილი გამოცემა UOL-ი იტყობინება, არ არის გამორიცხული, გუნდს მარსელო და დანი ალვეში შეუერთდნენ, რომლებმაც ამ ზაფხულს "რეალი" და "ბარსელონა" დატოვეს.

რონალდოს, რომელიც "ვალიადოლიდის" აქციათა 51%-ს ფლობს და კლუბის პრეზიდენტია, ყოფილი თანაგუნდელების გადაბირება არა მხოლოდ შემადგენლობის დონის ასამაღლებლად, არამედ სპონსორებისათვის კლუბის მიმზიდველობის გაზრდის მიზნითაც უნდა.

"ფენომენს" იმედი აქვს, რომ მარსელო და ალვეში ხელფასების მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდებიან, რადგან "ვალიადოლიდს" არ შეუძლია მათთვის იმდენის გადახდა, რამდენსაც თავიანთ ყოფილ კლუბებში გამოიმუშავებდნენ.

მოგეხსენებათ, რონალდოს გუნდმა გასულ სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მეორე ადგილი დაიკავა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნდა.