ავტორიზაცია

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ევრო 2020-ის შემდეგ, მბაპეს ნაკრებში თამაში აღარ უნდოდა"

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ევრო 2020-ის შემდეგ, მბაპეს ნაკრებში თამაში აღარ უნდოდა"
თარიღი 19 ივნ 2022, 16:01

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ კილიან მბაპეს ეროვნული ნაკრებიდან წასვლა უნდოდა.

"ევრო 2020-ის შემდეგ შევხვდით. მიაჩნდა, რომ ფედერაცია გაცუდებული პენალტის შემდეგ სოცქსელებში მიღებული კრიტიკისა და ნეგატივისგან არ იცავდა".

"გაბრაზებული იყო და საფრანგეთის ნაკრებში თამაში აღარ უნდოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სრული სერიოზულობით არ ხდებოდა, უბრალოდ შვეიცარიასთან მარცხით გახლდათ იმედგაცრუებული, რადგან გამარჯვებულია".

"შესანიშნავი ბიჭია და იმაზე ბევრად უფრო გუნდური მოთამაშე, ვიდრე ჩვენ გვგონია", - განუცხადა ლე გრემ RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის გათამაშებას საფრანგეთის ნაკრები ნაადრევად გამოეთიშა - 1/8 ფინალში "მამლები" შვეიცარიასთან" (3:3, პენალტების სერიაში - 4:5) დამარცხდნენ.