ავტორიზაცია

ნეიმარის წასვლის შემდეგ, ვინ გახდება ბრაზილიის ნაკრების 10-იანი? მისი ვინაობა ცნობილია

ნეიმარის წასვლის შემდეგ, ვინ გახდება ბრაზილიის ნაკრების 10-იანი? მისი ვინაობა ცნობილია
თარიღი 19 ივნ 2022, 18:03

ნეიმარის ბრაზილიის ნაკრებში თამაში დასასრულს უახლოვდება და ამის შესახებ თავად ფეხბურთელმაც განაცხადა.

დიდი შანსია, რომ "პსჟ"-ს ვარსკვლავმა სანაკრებო კარიერა მოახლოებული ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულოს. თუმცა, არსებობს იმის შანსებიც, რომ გამოცდილმა შემტევმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც მიიღოს მონაწილეობა, რა დროსაც ის 34 წლის იქნება.

სელესაოში უკვე დაიწყეს მომდევნო 10-იანზე ფიქრი და გამოკვეთილი ფავორიტის ვინაობაც ცნობილია და ეს "რეალის" ახალგაზრდა წინახაზელი როდრიგოა.

"ნეიმარმა მითხრა, რომ მალე ნაკრებს დატოვებს და 10-ნომრიანი მაისური მე უნდა მოვირგო. არც კი ვიცოდი რა მეთქვა. ვუპასუხე, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ნაკრებს დაეხმაროს. მან კი ღიმილით შემომხედა." - ციტირებს "ლოს ბლანკოსის" პერსპექტიული ვინგერის სიტყვებს ESPN Brazil.