ავტორიზაცია

დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელი მალევე იპოვა და პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა!

დორტმუნდმა ჰოლანდის შემცვლელი მალევე იპოვა და პირველი ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა!
თარიღი 19 ივნ 2022, 19:36

"დორტმუნდმა" ჰოლანდის შემცვლელი მალევე იპოვა და ნიდერლანდულ გრანდს ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართა.

ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონები მზად არიან "აიაქსის" ფორვად სებასტიან ალეში გარანტირებული 33 მილიონი გადაიხადონ და სამომავლოდ ბონუსებიც დაუმატონ ამსტერდამულ კლუბს - ამ ინფორმაციას ადასტურებენ სანდო სპორტული ჟურნალისტები ფაბრიციო რომანო და მაიკ ვერვეი. 

თავად კოდ-დიუვარელი ფეხბურთელი თანახმაა კარიერა გერმანულ გუნდში გააგრძელოს. ტრანსფერის განსახორციელებლად საჭიროა, რომ მხარეების ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მოთამაშის ღირებულებასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს.