ავტორიზაცია

"გატუზომ დამირეკა..." - მამარდაშვილი ახალ მწვრთნელზე და მომავალ სეზონზე საუბრობს

"გატუზომ დამირეკა..." - მამარდაშვილი ახალ მწვრთნელზე და მომავალ სეზონზე საუბრობს
თარიღი 19 ივნ 2022, 21:37

რამდენიმე დღის წინ, "ვალენსიას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი სპეციალისტი ჯენარო გატუზო დაინიშნა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გადაცემაში "სპორტი იმედზე" ქართველმა მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.

"გატუზომ დამირეკა და მითხრა, რომ წინა სეზონისგან განსხვავებით, ახალ სეზონში გუნდი მოკლე პასებით ითამაშებს და ტაქტიკა რადიკალურად შეიცვლება.

რა თქმა უნდა, წინა წლის მსგავსად, ჩემს პოზიციაზე კონკურენცია ახალ სეზონშიც იქნება", - განაცხადა მამარდაშვილმა.

21 წლის მეკარემ საქართველოს ნაკრებსი მაკედონიასთან პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა.