ავტორიზაცია

სტერლინგი ჩელსიში სიტუაციით დაინტერესდა - რამდენად რეალურია მისი გადაბარგება სტემფორდ ბრიჯზე?

სტერლინგი ჩელსიში სიტუაციით დაინტერესდა - რამდენად რეალურია მისი გადაბარგება სტემფორდ ბრიჯზე?
თარიღი 19 ივნ 2022, 22:16

რაჰიმ სტერლინგი „სიტიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

The Athletic-ის ინფორმაციით, 27 წლის ინგლისის ნაკრების ვინგერმა სცადა გაერკვია, როგორ არის ყველაფერი „ჩელსიში“ მოწყობილი და როგორი მწვრთნელია თომას ტუხელი.

თავის მხრივ, გერმანელი ტუხელიც სტერლინგის დიდი თაყვანისმცემელია და საკუთარ გუნდში მის ხილვას სიამოვნებით ისურვებდა.

ამ ეტაპზე, ტრანსფერს ხელი შესაძლოა „სიტის“ მოთხოვნებმა შეუშალოს, თუმცა ზოგადად სტერლინგის გაშვების წინააღმდეგი გვარდიოლა არ არის, ამიტომ „სტემფორდ ბრიჯზე“ რაჰიმის გადასვლა რეალურია.

გავრცელებული ინფორმაციით, „ქალაქელებს“ გუნდის შემტევის სანაცვლოდ 60 მლნ ფუნტის მიღება სურთ.

პრემიერ ლიგის განვლილ სეზონში სტერლინგმა 30 მატჩში 13 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.