ავტორიზაცია

ახალ კვირაში ინტერთან ორი ახალწვეული კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს - ფაბრიციო რომანო

ახალ კვირაში ინტერთან ორი ახალწვეული კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს - ფაბრიციო რომანო
თარიღი 19 ივნ 2022, 22:34

ახალ კვირაში „ინტერს“ ორი ფეხბურთელი შეემატება.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, უახლოეს რამდენიმე დღეში იტალიის ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტს „აიაქსის“ ექს-მეკარე ანდრე ონანა და „რომას“ შემტევი ჰენრიხ მხითარიანი გააფორმებენ.

ორივე ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება უკვე დანიშნული აქვს, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც, ისინი „ინტერის“ ფეხბურთელები გახდეიბან.

ონანაც და მხითარიანიც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებიან, კამერუნელ მეკარეს „აიაქსთან“ ამოეწურა კონტრაქტი, სომეხ ნახევარმცველს კი - „რომასთან“.