ავტორიზაცია

"საშინლად გაცხარდა და ჩემი მოკვლა უნდოდა", - პარედესმა მესისთან კონფლიქტი გაიხსენა

"საშინლად გაცხარდა და ჩემი მოკვლა უნდოდა", - პარედესმა მესისთან კონფლიქტი გაიხსენა
თარიღი 19 ივნ 2022, 23:08

„პსჟ-ს“ ნახევარმცველმა, ლეანდრო პარედესმა, ლეო მესისთან კონფლიქტი გაიხსენა.

ინციდენტი 2020/21-სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მოხდა, როდესაც მერვედფინალში „ბარსელონა“ და „პსჟ“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. პირველი მატჩი პარიზელებმა სტუმრად 4:1 მოიგეს, პარიზში კი მატჩი 1:1 დასრულდა.

„ის გაბრაზდა, იმიტომ რომ თანაგუნდელებს რაღაც ვუთხარი, მან კი ეს გაიგო. მესი გაცხარდა, მომმვარდა და ჩემი მოკვლა უნდოდა. საშინელი სიტუაცია შეიქმნა, სახლში მინდოდა გაქცევა.

თუმცა, შემდეგ ჩვენ ნაკრებში შევხვდით ერთმანეთს და ის ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარა. მან ამით დაამტკიცა, როგორი ადამიანია. ჩვენი ურთიერთობა დარჩა ისეთივედ, როგორიც იყო.

ახლა, ამ სიტუაციის გახსენებაზე, ორივეს გვეცინება. თუმცა, მაშინ ის ძალიან გაბრაზებული იყო და ჩემი მოკვლა უნდოდა.“ - აღნიშნა პარედესმა.