ავტორიზაცია

მან სიტის და იტალიური გუნდების ექს-მცველმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

მან სიტის და იტალიური გუნდების ექს-მცველმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თარიღი 19 ივნ 2022, 23:16

სერბეთის ნაკრების ექს-კაპიტანმა, ალექსანდრ კოლაროვმა გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას ასრულებს.

„სულ ვიცოდი, რომ ეს მომენტი ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა. ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილის დასრულება მიმძიმს, თუმცა ვამაყობ იმ ყველაფრით, რასაც მივაღწიე, ეს მუდამ ჩემი ოცნება იყო.

უახლოეს პერიოდში, დავიწყებ მზადებას სპორტულ დირექტორად მუშაობისთვის და ასევე, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო სკაუტიც ვიქნები.“ - აღნიშნა 36 წლის სერბმა.

კოლაროვმა კარიერის მანძილზე ისეთ გუნდებში ითამაშა, როგორებიც „ლაციო“, „მან სიტი“, „რომა“ და „ინტერი“ არიან. ამ პერიოდში მან 11 ტიტულის მოგება შეძლო.

სერბის უკანასკნელი გუნდი „ინტერი" იყო, რომელთანაც მას კონტრაქტი ამოეწურა.