ავტორიზაცია

მხარეები პრაქტიკულად შეთანხმებულები არიან - რომელუ ლუკაკუ ინტერში დაბრუნდება

მხარეები პრაქტიკულად შეთანხმებულები არიან - რომელუ ლუკაკუ ინტერში დაბრუნდება
თარიღი 20 ივნ 2022, 00:08

რომელუ ლუკაკუ „ჩელსიდან“ „ინტერში“ დაბრუნებისთვის ემზადება.

Sky Sports-ის ინფორმაციით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ბელგიელის იჯარის თაობაზე დასკვნით ეტაპზე იმყოფება.

ლონდონელებმა მილანელებს უთხრეს, რომ მზად არიან შემოთავაზებას დათანხმდნენ და დიდი ალბათობით, „ინტერი“ ლუკაკუს ერთწლიან იჯარაში 10 მილიონ ევროს და გარკვეულ ბონუსებს გადაიხდის.

ტრანსფერი ოფიციალურად მას შემდეგ დაიხურება, რაც „ინტერი“ „ჩელსის“ ოფიციალური შეთავაზებით მიმართავს, რაზეც ლონდონელები თანხმობას განაცხადებენ და მხარეებს შორის ყველაფერი ოფიციალურად დაიხურება.

ყველაზე მეტად ტრანსფერს ხელი თავად ლუკაკუმ შეუწყო, რომელმაც „ჩელსიში“ ყველას კონკრეტულად გააგებინა, რომ მხოლოდ „ინტერში“ დაბრუნებით არის დაინტერესებული, საიდანაც „სტემფორდ ბრიჯზე“ გასულ ზაფხულს 115 მლნ ევროდ გადავიდა.