ავტორიზაცია

"უკვე 10 წელია იმედი აქვთ", - ბაიერნის ექს-პრეზიდენტმა დორტმუნდი დატროლა

"უკვე 10 წელია იმედი აქვთ", - ბაიერნის ექს-პრეზიდენტმა დორტმუნდი დატროლა
თარიღი 20 ივნ 2022, 00:11

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დორტმუნდის „ბორუსიას“ ამბიციებზე იხუმრა.

„ფუტკრების“ გენერალურმა დირექტორმა, ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ იმედი გამოთქვა, რომ „ბაიერნის“ დომინაცია, რომელიც ბუნდესლიგას 10 წელია იგებს, მალე დასრულდება.

„მათ უკვე 10 წელია იმედი აქვთ. რატომ უნდა შეჩერდეს ყველაფერი მე-11 წელს?“, - აღნიშნა „ბაიერნის“ ექს-პრეზიდენტმა.

უკანასკნელად, „ბორუსიამ“ ჩემპიონობა 2012 წელს იზეიმა, როცა გუნდს სათავეში იურგენ კლოპი ედგა.