ავტორიზაცია

ლიდსმა ბარსელონას რაფინიას საბოლოო ფასი შეუთვალა და დათმობაზე წასვლას არ აპირებს

ლიდსმა ბარსელონას რაფინიას საბოლოო ფასი შეუთვალა და დათმობაზე წასვლას არ აპირებს
თარიღი 20 ივნ 2022, 11:22

ცნობილი გახდა თანხა, რომლის მიღებაც "ლიდსის" ხელმძღვანელობას გუნდის გარემარბის, რაფინია დიასის სანაცვლოდ სურს.

მოგეხსენებათ, 25 წლის ბრაზილიელის შეძენის მთავარი პრეტენდენტი კატალონიის "ბარსელონაა".

როგორც გავლენიანი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, ინგლისური კლუბი "ლურჯ-ბროწეულისფრებისგან" 55 მილიონ ევროს ითხოვს და დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

"ბლაუგრანამ" ჯერ კიდევ თებერვალში მიაღწია კომპრომისს რაფინიას აგენტ დეკოსთან, მაგრამ "ლიდსთან" შეთანხმებას დღემდე ვერ ახერხებს.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რაფინიასთვის "ბარსელონა" პრიორიტეტული ვარიანტია და ჯერჯერობით, პრემიერ ლიგის კლუბების წინადადებებს არ განიხილავს.

გასულ სეზონში სამხრეთამერიკელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ერთად "ლიდსის" მაისურით 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.