ავტორიზაცია

"უდიდესი პოტენციალი აქვს", - კლოპმა ლივერპულის ახალწვეული დაახასიათა

"უდიდესი პოტენციალი აქვს", - კლოპმა ლივერპულის ახალწვეული დაახასიათა
თარიღი 20 ივნ 2022, 11:51

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდის ახალწვეულის, კელვინ რემზის შესახებ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, მერსისაიდელებმა 18 წლის შოტლანდიელი ამ ზაფხულს "აბერდინიდან" 4,9 მილიონ ფუნტად იყიდეს.

"ძალიან კმაყოფილები ვართ, კელვინს უდიდესი პოტენციალი აქვს. ჯერ მხოლოდ 18 წლის არის და პირველ გუნდში უკვე არაერთი მატჩი ჩაატარა".

"ათლეტურია, ჭკვიანი, თავდაჯერებული, აქვს კარგი ტექნიკური უნარები და რაც მთავარია, სწავლის სურვილი აქვს. ორივე მოთმინებით ვიმუშავებთ ერთად", - ციტირებს კლოპის სიტყვებს "ლივერპულის" ოფიციალური საიტი.

გასულ სეზონში რემზიმ ყველა ტურნირზე ერთად "აბერდინის" მაისურით 33 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.