ავტორიზაცია

გაირკვა, თუ რა თანხის მიღებას გეგმავს მანჩესტერ სიტი ჟეზუსისა და სტერლინგის სანაცვლოდ

გაირკვა, თუ რა თანხის მიღებას გეგმავს მანჩესტერ სიტი ჟეზუსისა და სტერლინგის სანაცვლოდ
თარიღი 20 ივნ 2022, 13:19

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, გაბრიელ ჟეზუსი და გარემარბი, რაჰიმ სტერლინგი ამ ზაფხულს სამუშაო ადგილს შეიცვლიან.

"ქალაქელები" ბრაზილიელი და ინგლისელი ფეხბურთელების სანაცვლოდ საერთო ჯამში 100-110 მილიონი ევროს (86-95 მლნ ფუნტი) მიღებას გეგმავენ, იუწყება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, სტერლინგის ტრანსფერი "ჩელსის" 47-52 მილიონი ფუნტი დაუჯდება, "არსენალმა" კი ჟეზუსში დაახლოებით 50 მილიონი უნდა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოთნახსენებ მოთამაშეს "მანჩესტერ სიტისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში ჟეზუსმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი გააკეთა, ხოლო სტერლინგმა 47 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და 9 ასისტიც მიითვალა.