ავტორიზაცია

გვარდიოლა ბერნარდუს ბარსელონაში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა

გვარდიოლა ბერნარდუს ბარსელონაში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა
თარიღი 20 ივნ 2022, 18:52

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გუნდის შემტევი ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას მომავალზე განცხადება გააკეთა.

"ჩემი აზრით, ბერნარდუ სილვა ჩვენთან დარჩება, თუმცა, როგორც "ბარსაში" ყოფნის დროიდან ვამბობდი, არ მჭირდება ის ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემს გუნდში ყოფნა არ უნდათ".

"მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს El Mundo Deportivo.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის პორტუგალიელმა "ქალაქელების" ბოსებს აცნობა, რომ "ბარსელონაში" გადასვლა უნდა. თავის მხრივ, კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ხავიც დაინტერესებულია ბერნარდუსთან ერთად მუშაობით.

გასულ სეზონში "სიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.