ავტორიზაცია

"2018 წელს რეალი მეპატიჟებოდა", - ტიტემ დაასახელა კიდევ ორი კლუბი, რომლის გაწვრთნაც შესთავაზეს

"2018 წელს რეალი მეპატიჟებოდა", - ტიტემ დაასახელა კიდევ ორი კლუბი, რომლის გაწვრთნაც შესთავაზეს
თარიღი 20 ივნ 2022, 19:05

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ტიტეს განცხადებით, თავის დროზე ევროპული კლუბები სამუშაოდ იწვევდნენ.

– წარსულში თქვენთვის ევროპული კლუბის გაწვრთნა შემოუთავაზებიათ?

"დიახ, "რეალისა" და "სპორტინგის". რაც მომწონს, ის არის, რომ როცა ევროპული კლუბები პროფესიონალისადმი ინტერესს იჩენენ, უხსნიან, თუ რა სჭირდებათ. ეს მართლა მაგარია".

"იყო კიდევ ერთი კლუბი, რომელსაც ჩემთან საუბარი უნდოდა და უარი ვუთხარი: "პსჟ" (2018 წლის მაისში უნაი ემერის წასვლის შემდეგ)".

"ჩემთან დალაპარაკება სურდათ, მე კი უარი ვუთხარი. ახალი შესაძლებლობის განხილვა არ მინდა. მსურს ჩემს საქმეზე ვიყო კონცენტრირებული. რა იქნება მომავალში - ეს სხვა ისტორიაა".

"მსოფლიო ჩემპიონატზე (2018 წლის ტურნირამდე ცოტა ხნით ადრე), "რეალიდან" შემომითვალეს, რომ საუბარი უნდოდათ, მე კი ვუპასუხე: "არა, არ ვილაპარაკებ, არ მომიახლოვდეთ". საკუთარ თავთან და ჩემს საქმესთან ახლოს ყოფნა მსურს. მაქსიმალურად ვცდილობ".

"როცა რაღაცას აკეთებ პარალელურად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე ბოლომდე მიგყავს".

"მადრიდის "რეალისგან", "პსჟ"-სგან და "სპორტინგისგან" მიმიღია წინადადებები. მაგრამ არ მინდოდა. ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. მუნდიალის შემდეგ გადავწყვეტ ჩემს მომავალს", - ციტირებს 61 წლის სპეციალისტის სიტყვებს The Guardian-ი.