სუარესი: "ნუნიესი განსაკუთრებული ფეხბურთელია და ლივერპულში საკუთარ ისტორიას დაწერს"

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა მერსისაიდელთა ახალწვეულ დარვინ ნუნიესთან შედარების შესახებ ისაუბრა.
"ლივერპულში" საკუთარ ისტორიას დაწერს. ურუგვაელია, თავდამსხმელია, მაგრამ შედარება აქ სრულდება - განსაკუთრებული ფეხბურთელია და არავის არ უნდა შევადაროთ".
"უდიდეს კლუბში გადავიდა, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, მათგან ბევრს ისწავლის. ცხადია, უნდა გამოვარჩიოთ გულშემატკივრებიც".
"შემიძლია ინგლისისა და სათამაშო სტილის შესახებ რჩევა მივცე, მაგრამ არა მგონია, ეს დასჭირდეს - თავის ნიჭს მისცემს საუბრის საშუალებას", - ციტირებს სუარესის სიტყვებს Mirror-ი.
შეგახსენებთ, ნუნიესი "ლივერპულმა" "ბენფიკადან" 75 მილიონ ევროდ იყიდა, დამატებით 25 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.