ავტორიზაცია

რუდიგერი: "ბარსელონაც იჩენდა ინტერესს, მაგრამ აგენტს ვუთხარი, რომ მხოლოდ რეალში თამაში მსურდა"

რუდიგერი: "ბარსელონაც იჩენდა ინტერესს, მაგრამ აგენტს ვუთხარი, რომ მხოლოდ რეალში თამაში მსურდა"
თარიღი 20 ივნ 2022, 20:36

"რეალის" ახალწვეულმა, ანტონიო რუდიგერმა განაცხადა, რომ მადრიდული გრანდი კატალონიის "ბარსელონას" ამჯობინა.

ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" წინააღმდეგ თამაშზე

"როცა "რეალის" წინააღმდეგ ვთამაშობდი, ტრანსფერი ჯერ კიდევ არ იყო დახურული. ჩემი მიზანი მადრიდელების დამარცხება იყო, პროფესიონალი ვარ. კონცენტრირება არ გამჭირვებია".

ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

"ფინალის მიმდინარეობისას უკვე ვიცოდი, რომ "რეალში" ვითამაშებდი და მას ვგულშემატკივრობდი. ჩემპიონთა ლიგის ეს გათამაშება წარმოუდგენელი გამოვიდა".

22-ე ნომერზე

"ჩემი საყვარელი ნომერი ორიანია, მაგრამ კარვახალს ეკუთვნის. 12 და 22 შემომთავაზეს, მე კი 22 ავირჩიე".

წინადადებებზე, რომლებიც ჰქონდა

"იყო ინტერესი "ბარსელონას" მხრიდან, მაგრამ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ ან "რეალი" მინდოდა ან არაფერი".

"კლასიკოში" დებიუტზე

"დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია და გვინდა გავიმარჯვოთ, ამხანაგური შეხვედრაც რომ იყოს. ამ დაპირისპირებას ტელევიზორით კი არ მივადევნებ თვალყურს, მასში მონაწილეობას მივიღებ, რაც ძალიან მიხარია", - ციტირებს 29 წლის გერმანელის სიტყვებს Marca.